top of page

კვლევაში მონაწილე თითოეული სკოლიდან შეირჩა 1 ან 2 კლასი. 

ქვემოთ მოცემულ გრაფაში შეიყვანეთ თქვენი სკოლის ოთხნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი და ძებნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება შერჩეული კლასის ან კლასების დასახელება

წიგნიერების საერთაშორისო კვლევისთვის შერჩეული კლასები

სკოლა

კლასი
კლასი
კლასი

კომპიუტერის თავსებადობის ტესტი

comp.png

PIRLS 2026 ტესტირება ელექტრონულად, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ტარდება. შესაბამისად, აუცილებელია, განსაზღვროთ იმ კომპიუტერების რაოდენობა, რომელთა გამოყენებას შეძლებთ ტესტირების პროცესში. იმისათვის, რომ დაადგინოთ, თავსებადია თუ არა კომპიუტერი PIRLS-ის პროგრამასთან და შეძლებთ თუ არა მის გამოყენებას, უნდა შეამოწმოთ ის ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას, მიჰყვეთ მას ნაბიჯ-ნაბიჯ. საჭიროების შემთხვევაში სთხოვეთ დახმარება თქვენი სკოლის IT პერსონალს. 
მას შემდეგ, რაც დაადგენთ PIRLS-ის პროგრამასთან თავსებადი, ანუ კვლევისთვის გამოსადეგი კომპიუტერების რაოდენობას, დააფიქსირეთ ის კვლევის კოორდინატორებისა და ჩამტარებლების ტრენინგის ონლაინ  სარეგისტრაციო ფორმაში.

ინსტრუქცია
კვლევის კოორდინატორებისა და ჩამტარებლების ტრენინგი

კვლევის პროცედურების დეტალურად გაცნობის მიზნით გთავაზობთ ტრენინგებს სკოლის კოორდინატორებისა და ტესტირების ჩამტარებლებისთვის. 


ტესტირება ელექტრონულად ტარდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ტესტირების ჩამტარებელს ჰქონდეს კომპიუტერთან მუშაობის საკვანძო უნარები და რეკომენდებულია, არ იყოს კვლევისთვის შერჩეული მე-4 კლასის მასწავლებელი.


ტრენინგზე დასწრება აუცილებელია!

თუ კოორდინატორისა და ჩამტარებლის (ადმინისტრატორის) ფუნქციებს სხვადასხვა ადამიანი ასრულებს, ტრენინგს უნდა დაესწროს (შესაბამისად, დარეგისტრირდეს) ორივე.


გთხოვთ აირჩიოთ ტრენინგის თქვენთვის სასურველი ადგილი და დრო და გაიაროთ რეგისტრაცია (შეავსოთ სავალდებულო ველები).

ტრენინგზე აუცილებლად უნდა იქონიოთ თან პირადობის მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები და მოკლე რეზიუმე (CV), რათა მიიღოთ გაწეული სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება. 

Green Board

დირექტორის კითხვარი

მასწავლებლის კითხვარი

PIRLS - General Logo.png
დაგეგმილი ტრენინგები
  • გორი
    გორი
    14 აპრ. 2026, 14:00 – 17:00
    სასტუმრო - „გორი ინნ“, გორი, დავით გურამიშვილის ქუჩა 1
  • თბილისი
    თბილისი
    შევსებულია
    16 აპრ. 2026, 11:00 – 14:00
    საგანმანათლებლო კვლევების ეროვნ. ცენტრი, თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 31ა
  • თბილისი
    თბილისი
    16 აპრ. 2026, 15:00 – 18:00
    საგანმანათლებლო კვლევების ეროვნ. ცენტრი, თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 31ა
დაგეგმილი ტრენინგების კალენდარი
30
31
1
2
3
4
5
6
14:00
ბორჯომი
7
11:00
თბილისი
+1 more
8
9
10
11
12
13
14
14:00
გორი
15
16
11:00
თბილისი
+1 more
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
bottom of page